კურსის ფარგლებში
- გაზომავთ თქვენს ციფრულ პედაგოგიურ კომპეტენციას და გაეცნობით მისი გაუმჯობესების შესაძლებლობებს ქსელური სწავლის მეშვეობით;
 - გაეცნობით ღია საგანმანათლებლო რესურსებსა (Open Educational Resources) და მათი გამოყენების სამართლებრივ ასპექტებს;
 - შეიტყობთ, რა არის აქტიური სწავლა და რატომაა მისი დანერგვა მიზანშეწონილი ახალ თაობასთან მუშაობაში;
 - გააცნობიერებთ, როგორი უპირატესობები აქვს ამობრუნებულ გაკვეთილს ონლაინ-სწავლების ფორმატში და რატომაა იგი უფრო შედეგიანი, ვიდრე ტრადიციული გაკვეთილი;
 - პრაქტიკაში გამოცდით (Learning by Doing) სწავლების ციფრულ ხელსაწყოებს, რომლებიც გამოგადგებათ ამობრუნებულ საკლასო ოთახში აქტიური და თანამშრომლობითი სწავლის ტექნიკების გამოსაყენებლად;
 - პრაქტიკაში მოსინჯავთ აქტიური სწავლის ტექნიკებს და დაგეგმავთ ეფექტიან ამობრუნებულ გაკვეთილს ე.წ. ABC-მეთოდის გამოყენებით;
 - ვიმსჯელებთ შეფასების მეთოდების მოდიფიკაციის საჭიროებასა და უკუკავშირის (Feedback) მნიშვნელოვნებაზე ონლაინ-სწავლების პირობებში;
 - მოსინჯავთ ონლაინ-ხელსაწყოებს, რომლებიც გამოდგება ონლაინ-შეფასების სისტემის ხარისხის უზრუნველსაყოფად.
 

- Teacher: Levan Tsagareli