>

VATL courses

შერეული სწავლება სტუდენტების სწავლის შედეგების გასაუმჯობესებლად / Blended Learning: Improving Students Outcomes: Topics

 

განხილული იქნება შერეული სწავლების მიდგომის პრინციპი, მისი უპირატესობები, ეფექტურობა, დანერგვის შეზღუდვები და გამოწვევები. შერეული სწავლების გამოყენების პერსპექტივები სტუდენტზე ორიენტირებული სწავლების კონტექსტში.  მოდულის ბოლოს ტრეინინგის მონაწილე დაწერს მოკლე ანალიზსა და გეგმას, თუ როგორ აპირებს საკუთარი სასწავლო კურსის გაუმჯობესებას ონლაინმეთოდების გამოყენებით, შეაფასებს მოსალოდნელ რისკსა და სარგებელს.

ტრეინინგის მონაწილე Moodle კურსის გამოყენებით შექმნის რამდენიმე სინქრონულ და ასინქრონულ აქტივობას, რომლებშიც მონაწილეობას მიიღებენ სხვა მონაწილეები. ტრენინგის ყველა მონაწილე, როგორც მათი არსებული კურსის ელ-მოდერატორი, გაეცნობა ყველა შესაძლო ონლაინაქტივობას (Etivities), მათ ძირითად ფორმებსა და შესაძლებლობებს. მოდულის ბოლოს მონაწილე შეარჩევს თავისი სასწავლო კურსისთვის რელევანტურ აქტივობებს (მაქსიმუმ 3-ს) და დაასაბუთებს მათი გამოყენების უპირატესობას.


მონაწილეები გაეცნობიან პროექტზე დაფუძნებული სწავლების უპირატესობებს სტუდენტის პრაქტიკული უნარების. ისინი ასევე მიიღებენ ცოდნას ჯგუფური პროექტის მენეჯმენტის, კერძოდ, ამოცანების, ვადების, შესრულების მაჩვენებლების განსაზღვრის, დაგეგმვისა და მონიტორინგის უზრუნველყოფის კუთხით.
ჯგუფური პროექტების ეფექტური მენეჯმენტისთვის განხილული იქნება უფასო ონლაინ რესურსის - Trello-ს შესაძლებლობები. მოდულის ბოლოს მონაწილე შექმნის Trello-ში პროექტის გეგმას, რომელშიც განსაზღვრავს ამოცანებს, მათი შესრულების გრაფიკსა და ვადებს, შესრულების ინდიკატორს.


ონლაინ პორტფოლიოს პრინციპი, მისი უპირატესობები და პორტფოლიოსთვის რელევანტური აქტივობების შერჩევა ონლაინპორტფოლიოს შეფასება და უკუკავშირი მენტორისაგან
ონლაინ პორტფოლიოს ხელმისაწვდომობა დაინტერესებული პირებისათვის (პროგრამის მრჩეველთა საბჭო, alumni). 

მოდულის ბოლოს ტრენინგის მონაწილე გააანალიზებს საკუთარი სასწავლო კურსის აქტივობებს და შეარჩევს მათგან ორს, რომელთა ექსპორტს სტუდენტის ონლაინ პორტფოლიოში მიზანშეწონილად მიიჩნევს. დასაბუთებასთან ერთად უნდა ივარაუდოს ამ აქტივობების მენტორის მხრიდან უკუკავშირის ფორმა.


მონაწილეები გაეცნობიან მულტიმედია რესურსების სწავლებაში გამოყენების თანამედროვე ტენდენციებს; განხილული იქნება აქტივობის რელევანტური რესურსის შერჩევის საკითხი: ვიდეო, აუდიო, ფოტო და სხვა ტიპის რესურსები, რომლებიც შეიძლება გამოიყენოს ლექტორმა, და რესურსები, რომლებიც შეიძლება დაეხმაროს სტუდენტს პროექტის/დავალების მომზადებაში. მონაწილეები გაეცნობიან და თვითონ სცდიან მოკლე ვიდეოს მომზადებას (სცენარი, სამიზნე აუდიტორია, ტექნიკური დეტალები), ჩაწერას და ონლაინ განთავსებას.


Virtual Academy of Teaching and Learning

Contact

E-mail: vatl@ysu.am

Phone: (+374 10) 57 06 77

The European Commission support for the production of this publication does not constitute an endorsement of the contents which reflects the views only of the authors, and the Commission cannot be held responsible for any use which may be made of the information contained therein.

Copyright © 2024 - PRINTeL, All Rights Reserved